მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დამოუკიდებლობის დღეს, “საქართველოს ფოსტა” საფოსტო ატრიბუტიკით, ქუთაისში არის წარმოდგენილი

6470b1c4f3ce9
BM.GE
26.05.23 17:17
466
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, “საქართველოს ფოსტა” საფოსტო ატრიბუტიკით, არის წარმოდგენილი ქალაქ ქუთაისში. ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ დღეს ქუთაისში მოწყობილ „საქართველოს ფოსტის“ პავილიონში დამთვალიერებლებს პირადად უმასპინძლა და ფოსტის ისტორია, მის საქმიანობასთან დაკავშირებული ატრიბუტიკა გააცნო.

“26 მაისი - ეს არის დღესასწაული, რომელიც სიხარულისა და სიამაყის გრძნობასთან ერთად, გვახსენებს პასუხისმგებლობასაც, რაც ქვეყნის მომავლის წინაშე გვაქვს თითოეულ ჩვენგანს. ზუსტად ამის ხაზგასმაა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის წლევანდელი მთავარი თემატიკა „თავისუფლების სიყვარულით,“ რადგან სწორედ თავისუფლებისკენ სწრაფვა არის იმ მთავარი მიზნის საფუძველი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი ჰქვია”, - აღნიშნა ლევან ჩიკვაიძემ.

ქუთაისის ცენტრალურ ბაღში განთავსებულია “საქართველოს ფოსტის” სივრცე შემეცნებითი და საბავშვო-გასართობი აქტივობებით.

დამთვალირებლები გაეცნობიან ფოსტისა დასაფოსტო მარკების ისტორიას. აგრეთვე, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე „საქართველოს ფოსტის“ სივრცეში ფუნქციონირებს ღია საფოსტო კაფე.


(რ)