მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დამსაქმებლები ფიზიკური სამუშაოების შემსრულებლებს ეძებენ - მედეა ტაბატაძე

დასაქმება

საკონსულტაციო და რეკრუტინგული კომპანია Insource-ის მმართველი პარტნიორმის, მედეა ტაბატაძის განცხადებით, დასაქმების ბაზარზე, მოთხოვნა ფიზიკური სამუშაოების შემსრულებლებზეა გაზრდილი.

როგორც მან BMG-სთან საუბრისას თქვა, აღნიშნული მოთხოვნა სეზონურობის არის დამახასიათებელი.

"ცოდნაზე, პროფესიებზე, სადაც სპეციფიკური ცოდნაა საჭირო, მოთხოვნა არც თუ ისე მაღალია, მათ შორის, ტექნოლოგიურ მიმართულებაზეც. ფიზიკური სამუშაოების შემსრულებლებზე გაზრდილია მოთხოვნა. უცნაური პერიოდია. ჩვენ მომსწრეები ვიყავით, რომ მაღალი მოთხოვნები იყო ფინანსისტზე, მარკეტერზე, HR-სა და სხვა მსგავს პროფესიებზე, ახლა უფრო და უფრო იზრდება სერვისის მიმწოდებელ პერსონალზე მოთხოვნა. ვფიქრობ, ეს სეზონურობის დამახასიათებელია", - აღნიშნა მან.

მედია ტაბატაძე დასაქმების ბაზარზე, მოთხოვნა მიწოდების დარღვევის ერთ-ერთ მიზეზად მიგრაციას ასახელებს. ამასთან, მისი დაკვირვებით, ადამიანების ნაწილს ოფისში მთელი დღე მუშაობას, ფრილანსერობა ურჩევნია.

"მიწოდება მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს . რთულია თანამშრომლების დაქირავება. ამის ობიექტური მიზეზი ის არის, რომ სამუშაო ძალის დეფიციტი რეალურად არსებობს, როდესაც [უცხოეთში] გადინებაა და როდესაც ქვეყნის შიგნით, სხვადასხვა მიმართულებით, გადინებაა. სუბიექტური მიზეზი არის ის, რომ ამბობენ, სხვანაირად უფრო მეტს გამოიმუშავებენ. თუ ადამიანმა უნდა იმუშაოს 8 საათი კონკრეტული ორგანიზაციისთვის და თვეში ფიქსირებული თანხა უნდა აიღოს, მას შეუძლია, შედარებით ნაკლები დროით იმუშაოს კომპანიაზე, როცა უნდა მაშინ იმუშაოს ფრილანსერად და გაცილებით მეტ ანაზღაურებას აიღებს. მას არ ექნება ვალდებულება, დილიდან საღამომდე იაროს ოფისში და იმუშაოს. ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი კადრების დეფიციტის", - განაცხადა საკონსულტაციო და რეკრუტინგული კომპანია Insource-ის მმართველმა პარტნიორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები