საქსტატმა 2026 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით საქართველოს საშუალო ხელფასების ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში გაცემული საშუალო ხელფასი 8.9%-ით, ანუ 194 ლარით გაიზარდა და 2,364 ლარს მიაღწია. აღნიშნული ხელფასი არის მთლიანი დარიცხული ხელფასი, შესაბამისად საშემოსავლო გადასახადის 20%-ის გამოკლებით ის 1,891 ლარს შეადგენს.
საქსტატის თანახმად, ყველაზე მაღალი ხელფასები შემდეგ დარგებში ფიქსირდება:
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 5,952 ლარი, საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით 4,761 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 7.9 პროცენტით);
- ინფორმაცია და კომუნიკაცია - 4,290 ლარი, საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით 3,432 ლარი (გაიზარდა 3.1 პროცენტით);
- სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - 3,230 ლარი, საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით 2,584 ლარი (გაიზარდა 11.8 პროცენტით);
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 3186 ლარი, საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით 2,548 ლარი (გაიზარდა 7.1 პროცენტით).
"2026 წლის I კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 901.8 ლარი, ხოლო კაცების - 2 836.0 ლარი იყო. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 157.7 ლარი (9.0%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 234.7 ლარი (9.0%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს,"- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.




























