მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"დამსაქმებლები თვითიზოლაციაში მყოფ პირებს სამსახურში გასვლას სთხოვენ" - პაატა იმნაძის ინფორმაცია

5e6cddf2847aa
BM.GE
14.03.20 15:31
1741
"გვაქვს ინფორმაცია, რომ დამსაქმებლები აწუხებენ თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, გავიდნენ სამსახურში" – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, თუ დამსაქმებლები გააგრძელებენ თანამშრომლებთან მსგავს დამოკიდებულებას, ის პირადად გაასაჯაროვებს აღნიშნული დამსაქმებლების ვინაობას.


"ჩვენ მოგვდის ინფორმაცია, რომ დამსაქმებლები აწუხებენ თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, რომ გავიდნენ სამსახურში. ჩვენ თავს ვიკავებთ, რა თქმა უნდა, პერსონალური ინფორმაციების გაცემისგან, მაგრამ ასეთ დამსაქმებლებს, თუ გააგრძელებენ ასე შეწუხებას თვითიზოლაციაში მყოფ პირების, მე პირადად დავარღვევ ყველაფერს და დავასახელებ. შემიძლია, მხოლოდ ჩემს ახლობლებზე ვისაუბრო, ჩემი მკვიდრი ბიძაშვილის შვილი, რომელიც ჩამოვიდა, მესამე დღეა კარანტინშია- განაცხადა იმნაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები