მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დანა უაითი Meta-ს დირექტორთა საბჭოს შეუერთდა

დანა უაითი მეტა

UFC-ის პრეზიდენტი დანა უაითი Meta-ს გუნდის დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა, რის სანაცვლოდაც ყოველთვიურად 50 ათას დოლარს მიიღებს.

Meta-ს მფლობელის მარკ ზაკერბერგის ცნობით, დანა უაითმა UFC ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ, ღირებულ და პოპულარულ სპორტულ ორგანიზაციად ჩამოაყალიბა. ის უაითს, როგორც წარმატებულ მეწარმესა და უდიდესი სპორტული ბრენდის შემქმნელს უდიდეს პატივს სცემს, რის გამოც მისი ნდობა დაიმსახურა.

“არასდროს ვყოფილვარ Meta-ს დირექტორთა საბჭოში გაწევრიანებით დაინტერესებული, სანამ პირადი შეთავაზება არ მომივიდა. მე ღრმად მწამს, რომ სოციალური ქსელები და ხელოვნური ინტელექტი მსოფლიოს მომავალია" - განაცხადა დანა უაითმა.

ცნობილია, რომ მარკ ზაკერბერგი შერეული საბრძოლო ხელოვნების უდიდესი გულშემატკივარია და UFC-ის ღონისძიებებსაც ხშირად ესწრება. უაითის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ის ზაკერბერგს კვირაში რამდენიმეჯერ ესაუბრება, მათ შორის Meta-ს ალგორითმებზე იმისათვის, რომ UFC-ის პოპულარობა კიდევ უფრო გაეზარდა.

ცნობისთვის, დანა უაითის გარდა Meta-ს დირექტორთა საბჭოს “Exor”-ის დირექტორი ჯონ ელკანი და “Microsoft"-ის კორპორაციული სტრატეგიების ყოფილი ხელმძღვანელი ჩარლი სონგჰურსტი შეუერთდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები