მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ღირს აზერბაიჯანში გასამართი UFC FIGHT NIGHT BAKU-ს ბილეთები?

UFC Baku

ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული შერეული საბრძოლო ხელოვნების ორგანიზაცია UFC კავკასიის რეგიონში აპირებდა შოუს ჩატარებას და საბოლოო ჯამში ადგილმდებარეობად აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო შეირჩა. აზერბაიჯანის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ქალაქ ბაქოს მერიის ჩართულობით ღონისძიება 21 ივნისს ბაქოს “კრისტალ ჰოლ” არენაზე ჩატარდება.

პარტნიორობის მემორანდუმი UFC-ის პრეზიდენტ დანა უაითსა და აზერბაიჯანის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ ფარიდ გაიბოვს შორის UFC 314-ის წინ გაფორმდა.

ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების საფასო კატეგორია კი 100 აზერბაიჯანული მანათიდან იწყება (161 ლარი) და 1700 მანათით სრულდება (2745 ლარი), რომელიც VIP კატეგორიაა. ამ ეტაპზე შოუზე დასასწრები ბილეთების რაოდენობა ამოწურული არ არის და გულშემატკივრებს UFC-ის ოფიციალური საიტიდან მათი შეძენა ჯერ კიდევ შეუძლიათ.

ღონისძიების მთავარი ბრძოლა ქვემძიმე კატეგორიის ყოფილ ჩემპიონ ჯამალ ჰილსა და ხალილ რაუნთრი უმცროსს შორის შედგება, რომლებიც ტიტულზე ბრძოლის კანდიდატობისთვის დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

შეგახსენებთ, რომ ბაქოს “კრისტალ ჰოლი” $350 მილიონად აშენდა და 2012 წელს გაიხსნა. არენაზე 12 ათასი ადამიანი ეტევა, თუმცა რადგან ოქტაგონის მიმდებარედაც შესაძლებელი იქნება მაყურებლების განთავსება ვარაუდობენ, რომ შოუს 27 ათასი მაყურებელი დაესწრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები