მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დანაშაულებრივმა ჯგუფმა უაქციზო სიგარეტის რეალიზაციით ₾231 000-ის ღირებულების ქონება შეიძინა - პროკურატურა

დაკავება

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის შეძენა, შენახვა, რეალიზაციის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, ორგანიზებული ჯგუფის 3 წევრის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, - ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022-2024 წლებში, 3 წევრისგან შექმნილი ორგანიზებული ჯგუფი განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შეძენა, შენახვა რეალიზაციას სისტემატურად ახორციელებდა, რის შემდეგაც უკანონო და დაუსაბუთებელ ქონებას კანონიერ სახეს აძლევდა.

"აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის წევრების და მათთან დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე ჯამში 1 384 000 ლარზე მეტი ჩაირიცხა, ხოლო მიღებული უკანონო შემოსავლებით ბრალდებულებმა დაახლოებით 231 000 ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება შეიძინეს, რაც შენიღბვის მიზნით მათთან დაკავშირებულ პირებზე გააფორმეს.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მესამე ნაწილით, მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის შეძენა, შენახვა, რეალიზაცია და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 - წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები