მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"დანაშაულის ჩადენამ ვიზის გაუქმება შეიძლება გამოიწვიოს" - აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს

აშშ

"დანაშაულის ჩადენამ ვიზის გაუქმება შეიძლება გამოიწვიოს", - ამის შესახებ გამაფრთხილებელი განცხადებას აშშ-ის საელჩო საქართველოში ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კანონის დაცვას და მოელის, რომ უცხოელი ვიზიტორებიც დაიცავენ მას.

"აშშ-ში ძალადობის, ქურდობის ან ძარცვის ჩადენა მხოლოდ სამართლებრივ პრობლემებს არ იწვევს, შესაძლებელია, გაგიუქმონ ვიზა ან ვეღარ შეძლოთ ვიზის აღება მომავალში. შეერთებული შტატები დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კანონის უზენაესობას და უცხოელი ვიზიტორებისგან ამ კანონების დაცვას მოელის", - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები