მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დანახარჯების 70% იმპორტირებულ სამშენებლო მასალებზე მოდის, ქვეყანას ახალი წარმოებები სჭირდება - გია მორჩილაძე

BM.GE
12.12.22 15:52
337
"სამშენებლო დანახარჯების 70% იმპორტირებულ სამშენებლო მასალებზე მოდის, რაც დარგის განვითარებას აფერხებს"- ამის შესახებ bm.ge-თან ფორსაით ინვესტმენთ გრუპის მმართველმა პარტნიორმა გია მორჩილაძემ განაცხადა. როგორც მორჩილაძე ამბობს, იმისთვის, რომ იმპორტირებული პროდუქციის სრულად ჩანაცვლება მოხდეს აუცილებელია ქვეყანაში ახალი პროექტების წამოწყება, რასაც განვითარებული კაპიტალია ბაზარი სჭირდება. მისი თქმით, აუცილებელია კაპიტალის ბაზრის ფინანსური ინსტრუმენტებისა და შესაძლებლობის შესახებ ცნობადობის გაზრდა. მორჩილაძის თქმით, კომპანია ამ კუთხით უკვე აქტიურად დგას ნაბიჯებს. ცნობისთვის, „ფორსაით კაპიტალი“, როგორც საინვესტიციო ფონდი ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის მარტში დაარეგისტრირა. ფონდის დაგეგმილი მოცულობა 30$ მლნ-ია. ვადიანობა ხუთი წელი. ფონდმა რამდენიმე თვეა დანერგა პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც ისინი ყოველთვიურად აქვეყნებენ შედეგებს. ეს მათი მოსაზრებით, კაპიტალის ბაზრების მიმართ ცნობიერების ზრდას შეუწყობს ხელს. 

გია მორჩილაძე - Foresight Investment Group-ის მმართველი პარტნიორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები