მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დანერგე მომავალით“ არამიზნობრივად ₾300 000-მდე დაფინანსება გაიცა - აუდიტი

62adbb80b5d9d
ალა ისპირიანი
18.06.22 16:10
1992
აუდიტმა სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამის − „დანერგე მომავალი“ 2018-2020 წლების შესაბამისობის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში ნათქვამია, რომ სააგენტომ კახეთის რეგიონში საღვინე ვაზის ნერგების შეძენა და სარწყავი სისტემის მოწყობის ხარჯები იმ სამ ბენეფიციარს დაუფინანსა, რომლებსაც დაფინანსება არ ეკუთვნოდათ.

ამასთან, აუდიტი წერს, რომ ვიზუალური დათვალიერებით გაირკვა, რომ 239 221 ლარით დაფინანსებულ ბაღში საღვინე ვაზის ნერგების 100% გამხმარია.

„მთავრობის დადგენილებით, 2020 წლის 5 მარტს განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, 2020 წლის 11 მარტიდან სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებით, კახეთის რეგიონში საღვინე ვაზის ნერგების შეძენისა და სარწყავი სისტემის მოწყობის ხარჯები არ უნდა დაფინანსებულიყო, თუმცა სააგენტომ მთავრობის დადგენილებების მოთხოვნებთან შეუსაბამოდ, სამი ბენეფიციარი ჯამში − 294,800 ლარით დააფინანსა, რაც არამიზნობრივი ხარჯია.

ვიზუალური დათვალიერებით გაირკვა, რომ 239,221 ლარით დაფინანსებულ ბაღში საღვინე ვაზის ნერგების 100% გამხმარია. ერთ შემთხვევაში ხელშეკრულება გაფორმებულია დადგენილი რეგულაციების შეუსაბამოდ, რის შედეგად, გაწეულია 17 395 ლარის არამიზნობრივი ხარჯი“, - მათქვამია ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები