მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დანია მთელ თავის არტილერიას უკრაინას გადასცემს - პრემიერი

Danish Prime Minister Zelensky

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ უკრაინის არმიაში შეიარაღების, განსაკუთრებით საარტილერიო და შორი მოქმედების იარაღის დეფიციტი აძლიერებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.

პრობლემა, რომელიც დასავლეთის, განსაკუთრებით კი, აშშ-ს სენატში უკრაინის დახმარების პროცესის გაჭიანურების შედეგად არის წარმოქმნილი, ფრონტის ხაზზე სერიოზულ პრობლემებს ქმნის. გუშინ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ ავდიივკადან ჯარისკაცების გაყვანა დაიწყო.

პრობლემის საპასუხოდ, დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება, მთელი თავისი არტილერია უკრაინას გადასცეს.

ფრედერიკსენი სხვა ქვეყნებსაც მოუწოდებს თავიანთი საჰაერო თავდაცვის სისტემები და საბრძოლო მასალები გადასცენ უკრაინას, რადგან ახლა ეს მათ უფრო სჭირდებათ.

მისი თქმით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას არ ესმის, რომ კიევს იარაღი აქ და ახლა სჭირდება.

"უკრაინა ახლა ითხოვს საბრძოლო მასალასა და არტილერიას. გადავწყვიტეთ, მთელი ჩვენი არტილერია უკრაინას გადავცეთ. ჩვენ გვაქვს იარაღი, საბრძოლო მასალა, საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებსაც არ ვიყენებთ, ისინი უკრაინას უნდა გადავცეთ", - განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, 2023 წლის შემოდგომაზე დანიამ უკრაინას გადასცა 19 ამერიკულ ავიაგამანადგურებელი F-16-ს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები