მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დანია ყველაზე დიდ კვანტურ კომპიუტერს ააშენებს

Novo Nordisk Foundation
BM. GE
20.07.25 10:54
739

დანიაში მსოფლიოში ყველაზე დიდი კვანტური კომპიუტერის აშენება იგეგმება. მისი ღირებულება €80 მილიონი ევრო იქნება.

კომპიუტერის შექმნის პროცესს Novo Nordisk Foundation-ი და ფინეთის ექსპორტისა და ინვესტირების ფონდი დააფინანსებენ. ოპერაციულ უზრუნველყოფას თავის თავზე Microsoft-ი აიღებს. რაც შეეხება მოწყობილობის ფიზიკურად აგებას, ამ საქმეს Atom Computing-ი ჩაიბარებს.

ახალ კვანტურ კომპიუტერს Magne ერქმევა და მასზე მუშაობა 2026 წლის ბოლომდე დასრულდება. საწყის ეტაპზე Magne 50 ლოგიკურ კუბიტზე, კვანტური ინფორმაციის საბაზისო საშენ მასალაზე დაყრდნობით იმუშავებს. მას სტანდარტულ კომპიუტერზე გაცილებით უფრო რთული გამოთვლების განხორციელება შეეძლება. სამომავლოდ, Magne-ში ასობით ახალი ლოგიკური კუბიტის ჩაშენება იგეგმება. ეს კი სამეცნიერო სფეროში მნიშვნელოვან გარღვევებს შეუწყობს ხელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები