დანიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინული სამხედრო ფირმა Fire Point-ი ქვეყანაში შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებისთვის საწვავის წარმოებას დაიწყებს. აღსანიშნავია, რომ კომპანია უკრაინის ფარგლებს გარეთ ქარხანას პირველად ააშენებს.
ნავთობის საწარმოს დანიის სკრიდრსტრუპის სამხედრო საავიაციო ბაზის სიახლოვეს აშენდება და ობიექტს უსაფრთხოების დამატებით გარანტიებს მისცემს. ცნობისთვის, სწორედ აღნიშნულ ბაზაზეა განთავსებული დანიის საკუთრებაში არსებული ყველა F-16 ტიპის გამანადგურებელი.
როგორც დანიის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ეს გადაწყვეტილება ომში მყოფი მოკავშირისადმი ერთგულებას კიდევ ერთხელ ადასტურებს და ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობას საგრძნობლად აღრმავებს.
ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე დანიამ ქვეყნის მხარდასაჭერად $10 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გამოყო. ამასთან, $50 მილიარდ დოლარამდე დაიხარჯა ქვეყანაში უკრაინული კომპანიების ხელშეწყობისთვის.




























