მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინამ კასპიის ზღვაში მდებარე Lukoil-ის ნავთობ-ობიექტებს დაარტყა

ლუკოილი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული ნავთობ-გიგანტის, Lukoil-ის კასპიის ზღვაში მდებარე რამდენიმე პლატფორმა დააზიანეს. არსებული ინფორმაციით, თავდასხმა ფილანოვსკის, კორჩაგინისა და გრეიფერის საბურღ ობიექტებზე განხორციელდა. რუსეთის გენერალურ შტაბში დარტყმების შესახებ გავრცელებული ცნობები დაადასტურეს, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ, რა სახის ზიანი მიადგა პლატფორმებს. როგორც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, კასპიის ზღვაში მდებარე ობიექტები რუსეთის არმიისთვის საწვავის მომარაგებისთვის გამოიყენებოდა. აღსანიშნავია, რომ უკრაინამ დარტყმები ოკუპირებულ ლუგანსკში მდებარე სამხედრო სამიზნეებსა და რუსული საჰაერო თავდაცვით სისტემა Buk-M3-ზეც განახორციელა.

როგორც ოფიციალურ კიევში განმარტავენ, კასპიის ზღვაში მდებარე პლატფორმებისა და ლუჰანსკში არსებული სამხედრო ობიექტების დაზიანება უკრაინაში ადგილობრივად წარმოებული დრონებით მოხდა. აღსანიშნავია, რომ ამ და სხვა საბრძოლო შეიარაღებას ომში მყოფი ქვეყანა ბოლო ერთი წელია აქტიურად იყენებს, რათა რუსეთის ენერგეტიკული პოტენციალი დააზიანოს და კრემლს არამარტო შემოსავალი შეუმციროს, არამედ ლოგისტიკური გამოწვევებიც შექმნას. ცნობისთვის, საპასუხო დარტყმებს აქტიურად ახორციელებს რუსეთიც, რომელმაც რამდენიმე დღის წინ კიევზე მიტანილი იერიშით დედაქალაქის თითქმის სრული ენერგეტიკული პარალიზება გამოიწვია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები