მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დანიის ხელისუფლებამ NORDEA ფულის გათეთრების ხელშეწყობისთვის დააჯარიმა

NORDEA

ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული ფინანსური სანქციების აღსრულებას განაგრძობენ.

ამ ტენდენციის ერთ-ერთ მაგალითად დანიის ფინანსური მარეგულირებლის გადაწყვეტილება გამოდგება, რომელიც დიდ სკანდინავიურ ფინანსურ ინსტიტუტს, NORDEA-ს უკავშირდება, რომელსაც ქვეყნის ხელისუფლება $3.77 მილიარდის არალეგალური ტრანზაქციების გატარებაში ადანაშაულებს.

თუმცა მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ეს გამოძიება რუსეთის ფედერაციის და რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ მათ შორის ყირიმის ანექსიის შედეგად დაწესებულ სანქციებს უკავშირდება, რადგან გამოძიება ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო.

ცნობისთვის გეტყვით, რომ NORDEA ფინეთში დაფუძნებული ფინანსური კომპანიაა, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე დიდი დაწესებულებაა სკანდინავიაში, სადაც ის ოპერირებს. ამასთან, NORDEA საჯარო კომპანიაა, რომლის აქციები ჰელსინკის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. დღეს, ინვესტორები NORDEA-ს $41.75 მილიარდად აფასებენ, ხოლო წლის დასაწყისიდან დღემდე, კომპანიის ღირებულება 3.5%-ით არის შემცირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები