დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიკსენს კოპენჰაგენში უცნობი მამაკაცი დაესხა თავს - CNN-ის ინფორმაციით, პრემიერის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ თავდამსხმელი უკვე დაკავებულია.
პრემიერის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ “პრემიერ მეტე ფრედერისკენს უცნობი მამაკაცი თავს კოპენჰაგენში, კულტორვეტის მოედანზე დაესხა”. მათივე თქმით, პრემიერი მომხდარის გამო შოკშია, თუმცა არ აკონკრეტებენ, დაზიანდა თუ არა თავდასხმის შედეგად ფრედერიკსენი.
პრემიერზე თავდასხმა დაგმო ევროპული კომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმაც.
“ძვირფასო მეტე, შოკირებული ვარ შენზე თავდასხმის შესახებ გაგებული ამბის შემდეგ. ვგმობ ამ საზიზღარ ქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება ყველაფერს, რისიც გვჯერა და რისთვისაც ვიბრძვით ევროპაში”, - წერს პრეზიდენტი X-ზე.
ევროპული პარლამენტის არჩევნები დანიაში ხვალ, 9 ივნისს გაიმართება. პრემიერზე თავდასხმას რამდენიმე კვირით ადრე წინ უსწრებდა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მკვლელობის მცდელობაც. პოლიტიკის ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ როგორც სლოვაკეთში, ასევე სრულად ევროპაში, ბოლო პერიოდში გამოიკვეთა მზარდად ფებრილური და პოლარიზებული პოლიტიკური კლიმატი.