მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დანიშვნიდან 10 თვის შემდეგ, გერმანიაში საქართველოს ელჩმა შტაინმაიერს რწმუნებათა სიგელები გადასცა

 ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი

დანიშვნიდან 10 თვის შემდეგ, საქართველოს ელჩმა გერმანიაში ალექსანდრე კარტოზიამ გერმანიის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს რწმუნებათა სიგელები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

კერძოდ, მათი ინფორმაციით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ალექსანდრე კარტოზიამ გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს რწმუნებათა სიგელები გადასცა.

კარტოზია გერმანიაში ელჩად გასული წლის სექტემბერში დაინიშნა, თუმცა გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელების ჩასაბარებლად ის ამ დრომდე არ მიუღია. კარტოზია განათლების ყოფილი მინისტრია ედუარდ შევარდნაძის მთავრობაში.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე გერმანია-საქართველოს ურთიერთობები მკვეთრად გაუარესებულია, გერმანიის მთავრობის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების ქმედებების გამო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე ყოფილი ელჩი პეტერ ფიშერი დაბარებულიც ჰყავდა საგარეო საქმეთა სამინისტროში. ელჩის დაბარება, რაც უპრეცედენტო მოვლენა იყო გერმანია-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკაცრად დაგმო. თავის მხრივ საქართველოს მთავრობა ურთიერთობების გაუარესებაში გერმანიის უკვე ყოფილ ელჩს სდებდა ბრალს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები