დანიური ენერგოკომპანია Orsted ტაივანში მოქმედი ქარის ოფშორული ელექტროსადგურების 50%-იანი წილის გაყიდვას დასთანხმდა. წილს სადაზღვევო კომპანია Cathay Life Insurance 11.6 მილიარდ დანიურ კრონად, ანუ 1.6 მილიარდ დოლარად შეისყიდის.
სადგურები Orsted-ის 920 მეგავატიანი ოფშორული სადგურების პროექტისა, რომლის დასრულებასაც კომპანია 2025 წლისთვის ვარაუდობს. შეთანხმება ითვალისწინებს როგორც 50%-იანი წილის მფლობელობაში გადაცემას, ასევე ვალდებულებას, რომლის ფარგლებშიც ახალი მფლობელი ელექტროსადგურის მშენებლობისთვის საჭირო ფინანსების 50%-ს გამოყოფს.
ინვესტორების მოსაძიებლად Orsted-მა, რომელიც მწვანე ენერგიის დანიური ინდუსტრიის ლიდერია, თებერვალში საინვესტიციო და დადგმული სიმძლავრის სამიზნე მაჩვენებლები შეამცირა, რასაც CLI-სთან შეთანხმებაც მოჰყვა. კომპანია ელექტროსადგურის 50%-იან წილს თავის მფლობელობაში შეინარჩუნებს. გადახდები კი ორ ეტაპად, 2024 და 2025 წლებში განხორციელდება.
ტერიტორია, რომელზეც ოფშორული ელექტროსადგური აშენდება, Orsted-ის მფლობელობაში მყოფი მოქმედი, ამავე სიმძლავრის ელექტროსადგურის გვერდითაა.
კომპანიის განცხადებით, ჯამში 1.8 გიგავატის მქონე ქარის ოფშორული ელექტროსადგურები ტაივანში ორი მილიონი ოჯახის ელექტროენერგიაზე მოთხოვნას დააკმაყოფილებს.