მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დარასელიას თასი 2024 დასასრულს უახლოვდება

ფოტო
27.08.24 13:04
657

დარასელიას თასი 2024 დასასრულს უახლოვდება.

27 აგვისტოს ტურნირის ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართება - 18:00 საათზე დავით პეტრიაშვილი არენაზე ერთმანეთს ვალენსია და უოტფორდი დაუპირისპირდებიან, 21:00 საათზე კი დინამო არენაზე დინამო თბილისი იუვენტუსს უმასპინძლებს.

28 აგვისტო კი დარასელიას თასის ფინალური დღეა - 17:00 საათზე საგურამოს ბაზაზე ლოკომოტივი და გალათასარაი ერთმანეთს მეხუთე ადგილისთვის დაუპირისპირდებიან. 19:00 საათზე დინამო არენაზე დაგეგმილია მატჩი მესამე ადგილისთვის. 22:00 საათზე კი დარასელიას თასი 2024-ის ფინალური შეხვედრა დაიწყება.

ფინალის დასრულების შემდეგ დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართება.

დარასელიას თასის გენერალური მხარდამჭერი @კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები