მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დარეგულირებული სატელეკომუნიკაციო ბაზრები გვჭირდება - უჩა სეთური

6362c781dd580
ალა ისპირიანი
02.11.22 23:45
562
კომუნიკაციების კომისიამ ევროპელ ექსპერტებთან ერთად საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის სრულფასოვანი კვლევის პროექტზე მუშაობა დაიწყო.

პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით, ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება, რის გამოც სამუშაო ვიზიტით ხორვატი, ბელგიელი, სლოვენიელი და ბრიტანელი ექსპერტების ჯგუფი ჩამოვიდნენ. ისინი, კომისიის გუნდთან ერთად ევროკომისიის მიერ დადგენილი ბაზრის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების მიხედვით მობილური და ფიქსირებული მომსახურებების საცალო და საბითუმო სეგმენტებზე, ეკონომიკური, სამართლებრივი და ტექნიკური მიმართულებით ანალიზს ჩაატარებენ.

კვლევის ფარგლებში, უნდა შეფასდეს ტელეკომ ბაზარზე არსებული კონკურენცია, დადგინდეს შესაბამისი ბაზრები და საჭიროების შემთხვევაში კომპანიებისთვის სპეციფიკური ვალდებულებები განისაზღვრება. კვლევის მიზანი, ფიქსირებული და მობილური მომსახურების ბაზრებზე შესვლის ბარიერების მოიხსნა და კონკურენციის ზრდაა.

ტელეკომ ბაზარზე არსებული მდგომარეობის, გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციის შესწავლის მიზნით, კვლევის ფარგლებში ექსპერტები ტელეკომ ოპერატორებს შეხვდნენ, მათ შორის სამუშაო შეხვედრები გაიმართა „ბილაინის“, „სქაიტელის“, „მაგთიკომის“, „სილქნეტის“, „ახალი ქსელების“, „კავკასუს ონლაინის“, „ოუფენ ნეტის“, მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის წარმომადგენლებთან და მომხმარებელთა უფლებების დამცველთან.

აღნიშნულ შეხვედრაზე, “მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი უჩა სეთურიც იმყოფებოდა. მან გადაცემა „საქმიან დილაში“ თქვა, რომ მათი მხრიდან აქცენტი იმ ძირითადად სამ საკითხზე გაკეთდა, რაც გამოსასწორებელია.

„ისინი ჰარმონიზაციის პროცესის ხელშესაწყობად არიან საქართველოში ჩამოსული. ჩვენ დარეგულირებული ბაზრები გვჭირდება. მათი მიზანია ის ქვესეგმენტები და სეგმენტები გამოკვეთონ, სადაც ამა თუ იმ დოზით რეგულაციაა საჭირო.

ჩვენი მხრიდან სამ რამეზე გაკეთდა აქცენტი, რაც ვფიქრობთ ყველაზე პრობლემურია. საუბარია საბითუმოს დამატებით რეგულაციებზე, მეორეა საცალო ბაზარზე წარმოშობილი დემპინგი და ასევე საუბარია თბილისის ბაზარზე, სადაც დაშვების ბაზრის დერეგულაცია უნდა მოხდეს“, - ამბობს იგი და იმედი აქვს, რომ გაზაფხულზე დოკუმენტის შავი ვერსია უკვე მზად იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები