მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს

შოთა ბერეკაშვილი

მე-11 მოწვევის პარლამენტმა კომიტეტების თავმჯდომარეები აირჩია. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს ყოფილი ბიზნესმენი შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს.

აღსანიშნავია, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტში კომიტეტს დავით სონღულაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც ამჟამად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატია.

შოთა ბერეკაშვილი, რომელიც “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის მე-16 ნომერი იყო, აქამდე ბიზნესში სამშენებლო-დეველოპერული მიმართულებით საქმიანობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები