მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრის პორტფელით გავაგრძელებ დაწყებულ რეფორმებს - დავით სონღულაშვილი

დავით სონღულაშვილი

საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი ამბობს, რომ აღნიშნულ პოსტზე წარდგენა მისთვის დიდი პატივია.

„მადლობა პოლიტიკურ გუნდს უზარმაზარი ნდობისთვის. ეს ჩემთვის დიდი პატივია და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაც“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე და სოფლის მეურნეობის უკვე ყოფილ მინისტრ ოთარ შამუგიას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინისტრის პორტფელით გავაგრძელებ დაწყებულ რეფორმებს და დავიწყებთ იმ მნიშვნელოვან რეფორმებს, რომელიც აუცილებელია გაცხადებული მიზნების მისაღწევად.

მინისტრის ამპლუაში აქტიურად ვითანამშრომლებ როგორც კერძო სექტორთან, ისე პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან, რათა დასახული მიზნები შევასრულოთ“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ: დავით სონღულაშვილი „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის ერთ-ერთია, ვინც „რუსულ კანონს“ მხარი დაუჭირა, თუმცა სხვებისგან იმით განსხვავდება, რომ 2023 წელს, როცა მმართველმა პარტიამ მოქალაქეების პროტესტის შედეგად „აგენტების კანონი“ უკან გაიწვია, მან ბოდიში მოიხადა, მაგრამ იგივე კანონს წელს მხარი კიდევ ერთხელ დაუჭირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები