მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოებას" - სონღულაშვილი ხილის ექსპორტიორებს შეხვდა

12

სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ხილის ექსპორტიორებს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს საექსპორტო მიმართულებით არსებული საჭიროებების, გამოწვევების და მათი გადაჭრის გზების განხილვა წარმოადგენდა.

სონღულაშვილის განცხადებით, ექსპორტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის კოორდინირებული თანამშრომლობა.

„ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოებას და ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდას საერთაშორისო ბაზრებზე. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად ვხვდებით ბიზნესის წარმომადგენლებს, რათა მათთან ერთად ვიმუშაოთ უფრო ეფექტიანი გზების მოძიებაზე”,- განაცხადა სონღულაშვილმა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ექსპორტიორებთან ერთად, სამინისტროს და სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ჩაერთვებიან. სამუშაო ჯგუფის ფორმატში მოხდება იდენტიფიცირებული საკითხების დეტალური განხილვა და მათი გადაჭრის შესაბამისი გზების განსაზღვრა.

შეხვედრას მინისტრის მოადგილეები ლაშა დოლიძე, ლაშა ავალიანი, ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ვახტანგ ბეჟიტაშვილი, სამინისტროს შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელი პირები და სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები