მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა კომუნიკაციების კომისიის წევრობაზე მხარი ივანე მახარაძის კანდიდატურას დაუჭირა

61cb40bb38f77
BM.GE
28.12.21 20:45
445
დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა კომუნიკაციების კომისიის წევრობაზე მხარი ივანე მახარაძის კანდიდატურას დაუჭირა. 

შეგახსენებთ, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილ კანდიდატურებს მოუსმინა.

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ კომიტეტს ნინო ქუბინიძის, ივანე მახარაძისა და მარიამ სულაბერიძის კანდიდატურები წარუდგინა.

სამივე კანდიდატმა ისაუბრა საკუთარ პროფესიულ გამოცდილებაზე. მათ თავისი ხედვები და მოსაზრებები გააცნეს კომიტეტის წევრებს, უპასუხეს დეპუტატების შეკითხვებს. კომიტეტმა ცალ-ცალკე უყარა კენჭი წარდგენილ კანდიდატურებს, რომელთაგან ხმათა უმრავლესობა ივანე მახარაძემ მოიპოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები