მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დარგში ქირურგიული რეფორმებია საჭირო"/რაზე შეთანხმდა მთავრობა ინფრასტრუქტურის მშენებლებთან?

ინფრასტრუქტურის სექტორში არსებული მდგომარეობა კრიტიკულია და „ქირურგიულ რეფორმებს“ საჭიროებს, - ამის შესახებ „კავკასუს როუდ პროჯექტის“ მმართველმა პარტნიორმა პაატა ტრაპაიძე BM.GE-სთან განაცხადა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, სადაც მონაწილეობდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე და ადმინისტრაციის წარმომადგენელი ლევან ჟორჟოლიანი, მხარეებმა სექტორში არსებული პრობლემები განიხილეს.

ტრაპაიძის თქმით, ერთ-ერთი მთავარი საკითხია ე.წ. 55-ე დადგენილების შესაძლო გაუქმება, რომელიც წლებია მშენებლებისთვის ბარიერს წარმოადგენს. ასევე გადაწყდა სპეციალური რეფორმების ჯგუფის შექმნა, რომელიც სისტემურ ცვლილებებზე იმუშავებს. მისივე განცხადებით, პრობლემებს შორისაა ტენდერებში ჩინური სახელმწიფო კომპანიების დომინირება, რაც ქართული კომპანიებისთვის არათანაბარ კონკურენციას ქმნის. ტრაპაიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მხოლოდ ფასზე დაფუძნებული ტენდერები არასწორია და გადამწყვეტი ხარისხის კომპონენტიც უნდა იყოს. მისი შეფასებით, სექტორი, რომელიც დაახლოებით 100,000 ადამიანს ასაქმებს, დღეს წამგებიანია და რეფორმების გარეშე შესაძლოა სოციალურ პრობლემებამდე მივიდეს. მიუხედავად ამისა, შეხვედრის შემდეგ მან ზომიერი ოპტიმიზმი გამოთქვა და აღნიშნა, რომ მთავრობის მხრიდან ცვლილებების სურვილი გამოიკვეთა.

სტუმარი: ირაკლი გიორგობიანი - ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი;

#უძრავიქონებისპროსპექტი თათია ჩაფიჩაძე & გუგა კობახიძესთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები