მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დარღვევების გამო 54 ობიექტის მშენებლობა შეჩერდა

BM.GE
18.01.18 17:53
988
დარღვევების გამო დედაქალაქში 54 ობიექტის მშენებლობა შეჩერდა. თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქის მასშტაბით სამშენებლო სამართალდარღვევების სტატისტიკა შემაშფოთებელია. მერიის ზედამხედველობის სამსახურმა სამშენებლო საკითხების მოწესრიგებაზე ზეპირსიტყვიერი გაფრთილხება მისცა 200-ზე მეტ ობიექტს, 126-ის შემთხვევაში დაიწყო სამართალწარმოება, ხოლო 54 ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები შეჩერდა. კალაძის თქმით, მთლიანობაში ამ მიმართულებით საჯარიმო თანხის ოდენობა შეადგენს 627 ათას ლარს. რა დარღვევებზეა საუბარი, რა მასშტაბის იყო შემოწმება, ამ და სხვა კითხვებზე პასუხებს, გიორგი ბაგრატიონისგან, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსისგან მოვისმენთ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები