მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დარწმუნებული ვარ, ფორუმის ფარგლებში ბიზნესებს შორის ბევრი გარიგება დაიდება“ - დავითაშვილი

მინისტრი

საქართველოს ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი დარწმუნებულია, რომ აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელიც ქვეყანაში დღეს გაიხსნება და ორი დღის განმავლობაში 2000-ზე მეტ უცხოელ სტუმარს უმასპინძლებს, ბიზნესგარიგებების კუთხით შედეგიანი იქნება. ამის შესახებ მან ფორუმის გახსნამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

„დღეს აბრეშუმის გზის ფორუმი გაიხსნება, რომელიც 2 წელიწადში ერთხელ 2015 წლიდან იმართება. თუმცა სამწუხაროდ, პანდემიის გამო, წინა წელს ჩვენ ფორუმის ჩატარება ვერ მოვახერხეთ და დღეს ვხედავთ, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში დაინტერესება ისეთი დიდია, როგორიც არასდროს ყოფილა აქამდე. ჩვენ გვყავს 2000-მდე მეტი მონაწილე ბევრი ქვეყნიდან. ეს არ არის მხოლოდ მაღალი დონის პოლიტიკური თანამდებობის პირების მონაწილეობა, არამედ ჩვენ ვხედავთ ბიზნესის დიდ ჩართულობას.

ჩვენ გვყავს ბიზნესები აშშ-დან, ჩინეთიდან, რეგიონის ქვეყნებიდან, ახლო აღმოსავლეთიდან. 2023 წელს ფორუმის მიმართ დაინტერესება განსაკუთრებით გაზრდილია. ეს ალბათ მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს როლი რეგიონში იზრდება, როგორც სტაბილური, საინტერესო, დინამიკურად განვითარებადი ეკონომიკა, რომელიც მიმზიდველია ინვესტორებისთვის, ბიზნესის კეთებისთვის კი ეს ხელსაყრელი გარემოა. დარწმუნებული ვარ, ფორუმის ფარგლებში ბიზნესებს შორის ძალიან ბევრი გარიგება დაიდება. იქნება საინტერესო დისკუსიები პოლიტიკოსების მხრიდან.

ჩვენ ძალიან ბევრ თემას ვფარავთ, ეს არის ტრანსპორტი, შუა დერეფნის პერსპექტივები, ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები, ინვესტიციები და ბევრი სხვა. იმედი მაქვს ფორუმი მაღალ დონეზე ჩაივლის და საქართველოს პოპულარიზაციას კიდევ უფრო შეუწყობ ხელს. საქართველოშიც უნდა ხდებოდეს მაღალ დონეზე ეკონომიკურ საკითხებზე მსჯელობა და გადაწყვეტილებების მიღება“, - განაცხადა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები