დედაქალაქის მერი, ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ ირაკლი კობახიძე წარმატებული პრემიერ-მინისტრი იქნება. ამის შესახებ მან მთავრობის დაკომპლექტების თემაზე კომენტირებისას ისაუბრა.
როგორც მან მედიასთან აღნიშნა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს „ქართული ოცნების“ მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს.
„რა თქმა უნდა, სრული მხარდაჭერა აქვს ირაკლი კობახიძეს, მის გადაწყვეტილებას. დარწმუნებული ვარ, ის იქნება წარმატებული პრემიერ-მინისტრი. ძალიან ხშირად გვესმის განცხადებები გუნდების შესახებ. რეალობაში არსებობს მხოლოდ ერთი გუნდი, რომელსაც ჰქვია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ჩვენ ყველა ერთად ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას, აქ მცხოვრებ მოსახლეობას და ვატარებთ ამ ქვეყნის ინტერესს. ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება“, - განაცხადა თბილისის მერმა და დასძინა, რომ მთავრობის დაკომპლექტების კუთხით მმართველი პარტიისთვის საზოგადოების მხარდაჭერაა მნიშვნელოვანი და არა ოპოზიციური პარტიების.