საქართველოს მთავრობამ 2029 წელს ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში გამართვის შესახებ საქართველოს სპორტის სამინისტროს წინადადება მოიწონა. შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა ხელი.
დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ძიუდოს ეროვნულ ფედერაციას დაევალა, საქართველოს სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით, განახორციელოს ყველა აუცილებელი ღონისძიება, რათა ქვეყანამ მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მოიპოვოს.
ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა, სპორტის სამინისტროს წინადადების საფუძველზე, 2027–2029 წლების სახელმწიფო ბიუჯეტების პროექტების მომზადებისას გაითვალისწინოს მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის საჭირო ფინანსური რესურსები.
წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო სპორტული ღონისძიება იქნება, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო ძიუდოისტებს საქართველოში მოუყრის თავს.




























