მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დარწმუნებული ვარ, მეტ დინამიზმს შეიძენს [ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში] აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა - ელჩი

დავით ზალკალიანი

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი, დავით ზალკალიანი დარწმუნებულია, რომ ტრამპის მეორე ვადით პრეზიდენტობის პირობებში, საქართველოსა და ამეიკას შორის პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადავა და მეტ დინამიზმს შეიძენს.

მისი თქმით, აღიარებს, რომ სირთულეები არის ურთიერთობაში, მაგრამ ეს ყველაფერი დაძლევადია და დარწმუნებულია, რომ ჩვენ ამას ერთობლივად დავძლევთ და არათუ დაბრუნდება ჩვენი ძველი ურთიერთობა, თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავა.

" რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა პრეზიდენტ ტრამპთან ურთიერთობის გამოცდილება მისი პირველი პრეზიდენტობის დროს და ეს იყო საკმაოდ დინამიკური და ინტენსიური. მე ვიტყოდი, საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან. თუ კი ვამბობთ, რომ შეერთებულ შტატებთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს ნიშნულზე იყო, სწორედ იმ პერიოდს ეხება.

მინდა გავიხსენო, იმჟამინდელი პრემიერის [გიორგი კვირიკაშვილის] ვიზიტი აშშ-ში, შეხვედრები თეთრ სახლში, როგორც პირადად მასთან, ისე ვიცე-პრეზიდენტთან. ასევე, გვქონდა მაღალი რანგის ვიზიტები აშშ-დან საქართველოში. მაშინ გაგრძელდა თავდაცვის სფეროში ჩვენი თანამშრომლობა.

რა თქმა უნდა ჩვენ, ამ ურთიერთობების ბაზას, რომელიც პირველი პრეზიდენტობის დროს ჩამოგვიყალიბდა, აუცილებლად გამოვიყენებთ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გვაქვს გამოცდილება და კონტაქტები მის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის.

მე მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურად ვარ განწყობილი. აუცილებლად გადაიტვირთება ურთიერთობები. მე დარწმუნებული ვარ, რომ მეტ დინამიზმს შეიძენს აშშ-ს და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა", - განაცხადა ზალკალიანმა "იმედის" ეთერში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები