მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დარვინის ხელნაწერი Sotheby’s-ზე

BM.GE
26.10.22 09:11
181
ჩარლზ დარვინის ხელნაწერი, რომელიც შეიცავს ნაწყვეტს ინგლისელი ნატურალისტის ნაშრომიდან – „სახეობათა წარმოშობის შესახებ“ – ნოემბერში Sotheby’s-ის აუქციონზე გაიყიდება. დოკუმენტი 530,000 გირვანქა სტერლინგიდან 700,000 გირვანქა სტერლინგამდეა შეფასებული.

შეგახსენებთ, 2015 წელს, ნაშრომი „სახეობათა წარმოშობის შესახებ“ საჯარო გამოკითხვის საფუძველზე გახდა ყველაზე გავლენიანი აკადემიური წიგნი, რომელიც ოდესმე დაწერილა. Sotheby’s-ის სააუქციონო სახლის განცხადებით, დარვინმა დოკუმენტი 1865 წელს, წიგნის „სახეობათა წარმოშობის შესახებ“ მესამე გამოცემის გამოქვეყნებიდან ოთხი წლის შემდეგ, ერთ-ერთი ჟურნალისთვის დაწერა, რომლის რედაქტორმაც მისგან ხელნაწერის ნიმუში მოითხოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები