„ბედნიერი დამოუკიდებლობის დღე საქართველოს! იმ დროში, როდესაც ქართველი ხალხის თავისუფლება საფრთხეშია, როგორც ქვეყნის შიგნიდან, ისე გარედან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სოლიდარობა ვაჩვენოთ“, - წერს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი თავის Twitter-ის გვერდზე და დამოუკიდებლობის დღის მისალოც ვიდეოს ავრცელებს.
„გილოცავ, საქართველო! დამოუკიდებლობის აღდგენიდან 32 წელი გავიდა. როგორც საქართველოს მეგობრებსა და დიდ გულშემატკივრებს, ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, ტაში დაგიკრათ და მოგილოცოთ. ევროკავშირი თქვენს გვერდით დგომას თქვენს სრულ დამოუკიდებლობამდე გააგრძელებს. ეს არ არის ადვილი იმ დროს, როდესაც შინაგანი და გარეგანი საფრთხეები საქართველოს კვლავ სხვა (რუსეთის) მიმართულებით უბიძგებენ. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ჩვენ ევროპარლამენტში ევროპისკენ მიმავალ გზაზე თქვენს მხარდაჭერას გავაგრძელებთ. გილოცავთ!“ - ამბობს ევროპარლამენტარი.