მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“დარწმუნებული ვარ, 2023-24 წელი რუსთავის ეკოლოგიური პრობლემების დასასრული იქნება"- ნინო ლაცაბიძე

64886a1928bd2
ანუკა ჯოხაძე
17.06.23 18:45
798
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონის ამოქმედებიდან 2 წელი გავიდა. 2021 წლის 1-ელი ივნისიდან საწარმოებს სხვა გარემოსდაცვით რეგულაციებთან ერთად ვალდებულება ჰქონდათ დაბინძურების სტაციონალური წყაროებიდან სპეციალური მოწყობილობით ინსტრუმენტული მეთოდით, ონლაინ რეჟიმში მიეწოდებინათ ინფორმაცია სამინისტროსთვის ჰაერში მავნე ნივთიერებების ორგანიზებული გაფრქვევის ფაქტობრივი რაოდენობის შესახებ.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე აღნიშნული სისტემები გამართული აქვს 21 საწარმოს, რომლებიც ონალინ რეჟიმში აწვდიან ინფორმაციას სამინისტროს. მათი ინფორმაციით, იმ 21 საწარმოდან, რომლებსაც თვითმონიტორინგის სისტემები აქვს დამონტაჟებული 8 რუსთავში მდებარეობს.

რუსთავის მერი აცხადებს, რომ ამ კუთხით პრობლემები დიდწილად არსებულ კანონმდებლობაში შესულმა ცვლილებებმა მოაგვარა. მისი თქმით, პრობლები კი მაინც არსებობს, მაგრამ ნინო ლაცაბიძეს სჯერა, რომ ქალაქი ამ გამოწვევას 2024 წლისთვის სრულად დაძლევს.

“2021 წელს გარემოს დაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონის გამკაცრებამ უზრუნველყო ის, რომ დღეს რუსთავის ქარხნების უმეტესობას თვითმონიტორინგის სისტემა და ფილტრაციის სისტემები უკვე აქვს  დამონტაჟებული. უკვე ინტეგრირებულია მათი პროგრამა სამინისტროს პროგრამასთან და 24 საათიან რეჟიმში ხდება მონიტორინგი.

თქვენ ძალიან ძნელად ნახავთ დღეს გამონაბოლქვს რუსთავში, თუმცა ესეთები დღეს ჯერ კიდევ არის. მე პირადად ხშირად დავდივარ საწარმოებში. წამოვიდა ტენდენცია ინოვაციური საწარმოების, ისეთი საწარმოების, რომლებიც ეკოლოგიაზე განსაკუთრებით ზრუნავენ. მე დარწმუნებული ვარ რომ 2023-24 წელი ეს იქნება საბოლოო დასასრული იმ ეკოლოგიური პრობლემების, რომელიც ქალაქში გვაქვს”, - ამბობს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები