მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დარწმუნებული ვარ, აგრომეურნეობა ჩვენს ქვეყანაში ახლო მომავალში აუცილებლად განვითარდება“ – „აგროსფეროს“ სტიპენდიატი, ივა ხვიჩია

649e97c36e9c2
BM.GE
30.06.23 12:50
363
აგრომეურნეობის პოპულარიზაცია, დარგით მეტი ახალგაზრდის დაინტერესება და კვალიფიციური კადრების მომზადება – ასეთია ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორი კომპანიის, „აგროსფეროს“ ერთ-ერთი პრიორიტეტი. სწორედ ამ მიზნით, მან გასულ წელს „აგრარულ უნივერსიტეტთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომლის ფარგლებშიც „აგროსფერო“ ყოველწლიურად აგრო-მიმართულებების 3 სტუდენტს სტიპენდიას გადასცემს. ამასთან, მათ და კიდევ 7 სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას გაიარონ სტაჟირება კომპანიის სერვისცენტრებში, პარტნიორი ფერმერების ნაკვეთებში, სადემონსტრაციო ვენახებსა და სათბურებში.

ჩვენ დავუკავშირდით წლევანდელ სტიპენდიატებს და მათ „აგროსფეროს“ პროგრამის მნიშვნელობაზე, პროფესიულ ინტერესებზე, სამომავლო გეგმებსა და საქართველოში აგრომეურნეობის გამოწვევებზე ვესაუბრეთ. .

გაგაცნობთ ივა ხვიჩიას, „აგრარული უნივერსიტეტის“ აგრონომიის პროგრამის III კურსის სტუდენტს.

ივა, რამ გადაგაწყვეტინათ აგრონომიის სწავლა?

სიმართლე გითხრათ აგრონომიაზე ბევრი არაფერი ვიცოდი და არც განსაკუთრებული ინტერესი მქონია ამ სფეროს მიმართ. თუმცა სანამ უმაღლეს სასწავლებელში ჩავაბარებდი, „აგრარულ უნივერსიტეტში“ გაცნობით შეხვედრაზე მივედი, მოვუსმინე ლექტორებს, რამაც ინტერესი გამიჩინა სოფლის მეურნეობის მიმართ. მოგვიანებით გავიაზრე ისიც, რომ ამ სფეროს დიდი მომავალი აქვს და გადავწყვიტე, აგრონომიას გავყოლოდი.

საიდან გაიგეთ „აგროსფეროს“ სტიპენდიაზე? რა მიმართულებით აპირებთ სტაჟირების გავლას?

იმ სტუდენტებს ვიცნობდი, ვისაც „აგროსფეროს“ სტიპენდია გასულ წელს ჰქონდათ დანიშნული, შემდეგ მეილზეც მივიღეთ შეტყობინება პროგრამის შესახებ. მასში მონაწილეობა მივიღე და ერთ-ერთი სტიპენდიატი გავხდი, რაც ძალიან მამოტივირებელი აღმოჩნდა ჩემთვის. სასიხარულოა, რომ გიფასდება შრომა, რომელიც სტუდენტობას ახლავს თან.

სტაჟირების გავლას სათბურში ვფიქრობ, რადგან სასათბურე მეურნეობა მაინტერესებს და მინდა, ამ მიმართულებით გავიღრმაო ცოდნა.

აგრომეურნეობაში არსებულ რა მთავარ პრობლემებს გამოყოფდით?

ვფიქრობ, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არაკვალიფიცირებული კადრებია. მართალია, ჩვენს პროფესიაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს პრაქტიკას, მაგრამ ის თეორიული ცოდნითაც უნდა იყოს გამყარებული. სამწუხაროდ, ქართველ ფერმერებს სწორედ თეორიული ცოდნა აკლიათ და კიდევ უფრო სამწუხაროა ის, რომ ამას თავად პრობლემად არ მიიჩნევენ. საქართველოში ხელმისაწვდომია პროგრამები, უფასო ტრენინგები, რომლებზე დასწრების სურვილსაც ნაკლებად გამოხატავენ. ურჩევნიათ ისევ ჩვეულ, ძველ გზებს მიჰყვნენ. ფერმერთა ნაწილმა არც დღევანდელ ტექნოლოგიურ მიღწევებზე იცის ბევრი რამ.

კარგია ის, რომ ახალგაზრდების ინტერესი სოფლის მეურნეობის მიმართ იზრდება. დღეს ჩაბარების მხრივ, „აგრარული უნივერსიტეტი“ მესამე, ხან მეოთხე ადგილზეა, რაც დიდი წარმატება მგონია. ასევე, მეტი ახალგაზრდა მიდის განათლების მისაღებად ევროპაში და დიდი ცოდნით ბრუნდება უკან. სწორედ ამიტომ დარწმუნებული ვარ, აგრომეურნეობა ჩვენს ქვეყანაში ახლო მომავალში აუცილებლად განვითარდება.

როგორ ხედავთ თქვენს პროფესიულ გზას?

ჯერ ზუსტად არ ვიცი რა განხრას ავირჩევ, ამიტომ ცოტა ხნით სხვადასხვა მეურნეობაში ვაპირებ პრაქტიკის გავლას. შემდეგ კი, აუცილებლად გავაგრძელებ მაგისტრატურის საფეხურზე სწავლას, რათა აგრონომია საფუძვლიანად შევისწავლო.

ამ ეტაპზე ჩემი ინტერესები სასათბურე მეურნეობისკენ იხრება და ვინ იცის, იქნებ ოდესმე ჩემი სათბურიც მქონდეს.

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები