მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ფერმერობაში მხიბლავს თავისუფლება, ბუნებასთან სიახლოვე“ – კოტე კვერნაძე

სოფლის მეურნეობა
BM. GE
11.09.23 16:57
27

თანამედროვე ფერმერი კოტე კვერნაძე სართიჭალაში გაშენებულ მის ვენახს შვილივით უვლის. ამბობს, რომ ასეთ დამოკიდებულებას ვაზი მოითხოვს, განსაკუთრებით კი სუფრის ჯიშები, რომელიც საღვინე ყურძნისგან განსხვავებით, არა მხოლოდ ხარისხიანი უნდა იყოს, არამედ ვიზუალურად სრულყოფილიც.

„ფერმერობაში მხიბლავს თავისუფლება, ბუნებასთან სიახლოვე და, ალბათ, ის, რომ დღეს საქართველოში ჯერჯერობით კონკურენცია არ არის ამ დარგში“, – აღნიშნავს კოტე და მართლაც, მისი სუფრის ყურძენი, რომელიც დაფასოებული და სორტირებული ფორმით გამოჩნდა ბაზარზე, საქართველოსთვის სიახლე იყო.

კოტე კვერნაძე უხვი და ხარისხიანი მოსავლისთვის მორწყვისა და სეტყვის საწინააღმდეგო სისტემებს იყენებს. ასევე, უპირატესობას ანიჭებს BAYER-ის ინოვაციურ შესაწამლ პრეპარატებს. ის ყოველ წელს აკეთებს ნიადაგის ანალიზსაც, რაც მას ვაზის გამოკვების სწორი სქემის შემუშავებაში ეხმარება. ანალიზებისთვის ის Yara-ს ანალიტიკურ ლაბორატორიას ირჩევს.

კოტე კვერნაძე ახლა საშემოდგომო სამზადისშია, რომელზეც უფრო მეტს „აგროსფეროს“ რუბრიკაში „თანამედროვე ფერმერი“ შეიტყობთ.

ნახეთ თანამედროვე ფერმერის, კოტე კვერნაძის ისტორია

https://www.facebook.com/Agrosphere.ge/videos/6954155704617050

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები