მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ იქმნება ინოვაციური აგროპროდუქტები? – ინტერვიუ Yara ევროპის კომერციულ დირექტორთან

yara
BM. GE
27.09.23 11:20
65

ნებისმიერი, ვინც სოფლის მეურნეობის დარგს მისდევს, კარგად იცნობს სასუქების  უმსხვილეს მწარმოებელ Yara-ს და მის პროდუქტებს. კომპანია, რომელსაც, უკვე 118 წლიანი ისტორია აქვს, განსაკუთრებით ცნობილი მისი ინოვაციებით გახდა. სასუქების მწარმოებელი Yara დღეს გლობალური კომპანიაა, აერთიანებს სხვადასხვა ქვეყანაში განთავსებულ კვლევით ცენტრებს, ფლობს მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიებს და ოპერირებს მსოფლიოს 60 ქვეყანაში.

რა ანიჭებს Yara-ს სასუქს უნიკალურობას, როგორ იქმნება ინოვაციური პროდუქტები და რატომ არის მნიშვნელოვანი აგრომეურნეობაში ახალი მიდგომების მუდმივი ძიება? – ამ და სხვა კითხვებით Yara-ს აღმოსავლეთ ევროპის ოფისის კომერციულ დირექტორსა და გაყიდვებისა და მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელს, კაროლინა ფრაკოიაკს დავუკავშირდით.

რა გამოარჩევს Yara-ს სასუქებს მსოფლიო ბაზარზე არსებული სხვა მსგავსი პროდუქტებისგან?

დღეს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მსოფლიო მოსახლეობისთვის სამყოფი აგროპროდუქტების წარმოებაა, თანაც ისე, რომ ბუნებას მინიმალური ზიანი მიადგეს. Yara-ს მთავარი ამოცანაა ამ გამოწვევას უპასუხოს, რისთვისაც კომპანიის გუნდი დაუღალავად შრომობს. ჩვენი პროდუქცია დიდი პასუხისმგებლობით იქმნება – წარმოების სრული პროცესი დაფუძნებულია იმაზე, რომ შეიქმნას არა მხოლოდ ხარისხიანი, არამედ გარემოსთვის უვნებელი პროდუქტი. ეფექტიანობა, გამოყენების სიმარტივე, მცირე გავლენა გარემოზე, მაღალი სარგებელი – ამ უპირატესობებით სარგებლობენ ფერმერები, რომლებიც Yara-ს სწორად შერჩეულ სასუქებს იყენებენ.

რას ექცევა განსაკუთრებული ყურადღება ახალი პროდუქტის შექმნის დროს?

Yara ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იდეების გენერირების პროცესს. ყოველი ახალი იდეა შემდეგ სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით ფასდება – ის თანხვედრაში უნდა იყოს კომპანიის სტრატეგიულ მიზნებთან, უნდა პასუხობდეს გლობალურ გამოწვევებს, ჰქონდეს ინოვაციური მახასიათებელი და უნდა იყოს დამატებითი ღირებულების მომტანი მომხმარებლებისთვის. Yara, ასევე, დიდ დროს უთმობს იმ ნედლეულის შესწავლას, რომლითაც პროდუქტს ქმნის – გუნდი იკვლევს მის თვისებებს, ხარისხსა და ეფექტს. ეს კომპანიის კვლევითი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.

რამდენად მნიშვნელოვანია აგრომეურნეობაში ინოვაციები და ახალი პრაქტიკების დამკვიდრება?

სოფლის მეურნეობის დარგი მუდმივ განვითარებას მოითხოვს, რათა ახალ გამოწვევებს უპასუხოს. მათ შორის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კლიმატის ცვლილება და აგროპროდუქტებზე მოთხოვნის გლობალური ზრდაა. თანამედროვე მიდგომების გამოყენება, ახალი გადაწყვეტების ძიება და მდგრადი აგრომეურნეობის განვითარება აუცილებელია ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად. ეს არის გზა იმისა, რომ გაუმჯობესდეს მოსავალი და შევინარჩუნოთ კარგი ნიადაგი მომავალი თაობებისთვის.

Yara-ს ათეულობით წლის განმავლობაში დიდი ცოდნა და გამოცდილება დაუგროვდა, რაც გვინდა ფერმერებსაც გავუზიაროთ და ჩვენი წვლილი დარგის განვითარებაში ამ ფორმითაც შევიტანოთ. ამიტომ Yara-ს გუნდი მათ აქტიურად გადასცემს აგრონომიულ ცოდნას, აცნობს ზუსტი სოფლის მეურნეობის მიდგომებს, ინოვაციურ გადაწყვეტებსა და ციფრულ ხელსაწყოებს.

მოგვიყევით Yara-ს ლაბორატორიასა და კვლევით ცენტრებზე

როგორც აღვნიშნე, Yara მუდმივად მუშაობს ახალი გადაწყვეტების შექმნაზე. სწორედ ამიტომ კომპანია ფლობს მსოფლიო კლასის R&D (კვლევისა და განვითარების) ცენტრებს. ერთ-ერთი გერმანიაში მდებარეობს, ფინეთში ფუნქციონირებს Yara-ს კვლევითი ფერმაც, დიდ ბრიტანეთში კი განთავსებულია ლაბორატორია, რომელშიც ნიადაგის ასიათასობით ტესტი კეთდება და ემსახურება ფერმერებს მსოფლიო მასშტაბით.

როგორც აღვნიშნე, Yara-ს მჭიდრო კავშირი აქვს ფერმერებთან, რაც ჩვენს გუნდს საშუალებას აძლევს კიდევ უფრო დეტალურად შეისწავლოს მათ წინაშე არსებული გამოწვევები. კომპანია, ასევე, თანამშრომლობს 100-მდე კვლევით ინსტიტუტთან და უნივერსიტეტთან მსოფლიო მასშტაბით.

18 წელზე მეტია Yara-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში „აგროსფეროა“. როგორ შეაფასებთ თქვენს პარტნიორობას?

აგროსფეროსთან“ ძალიან დიდხნიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს. ამ დროის განმავლობაში ის ყოველთვის სანდო პარტნიორი იყო. მოგვწონს ის, რომ კომპანია მუდმივად განიცდის ზრდასა და პროგრესს, მისი გუნდის წევრები კი ფლობენ დიდ ექსპერტულ ცოდნას სოფლის მეურნეობის მეცნიერებებში. სწორედ ამიტომ, Yara და „აგროსფერო“ ერთად ვაგრძელებთ წარმატებული თანამშრომლობის ისტორიას.

როგორ ფიქრობთ, რა არის სოფლის მეურნეობის დარგის მთავარი გამოწვევა საქართველოში?

ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რის წინაშეც ქართველი ფერმერები დგანან, ცოდნის ნაკლებობაა. სწორედ ამიტომ, Yara-სა და „აგროსფეროს“ გუნდები, სემინარებისა და ვორქშოფების გზით, მუდმივად ცდილობენ პარტნიორებსა და მომხმარებლებს ცოდნა გაუზიარონ.

რაც მთავარია, საქართველოს დიდი აგროპოტენციალი აქვს და გვჯერა, დროთა განმავლობაში ქვეყანა შეძლებს დააკმაყოფილოს არა მხოლოდ შიდა ბაზრის მოთხოვნა, არამედ გახდეს ბევრი აგროპროდუქტის ექსპორტიორიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები