მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტი 2024 წელს, სავარაუდოდ, ₾100 მილიონი იქნება - კაკაურიძე

კაკაურიძე
BM. GE
28.09.23 14:38
181

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი 2024 წელს, სავარაუდოდ, 100 მლნ ლარამდე გაიზრდება. ამის შესახებ მან დარგობრივი პოლიტიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების განხილვისას დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში საარსებო შემწეობა 650 475 პირმა მიიღო. აქედან 195 985 ადამიანის გადამოწმება 4 წლით შეჩერებულია. ამის მიზეზია საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებში ოჯახებს/მიმღებ პირებს ოთხი წლის განმავლობაში გარანტირებულად უნარჩუნდებათ სოციალურად დაუცველის სტატუსი. აგვისტოს მდგომარეობით, ამ პროგრამით 43 304 ადამიანია დასაქმებული. 

"მომდევნო წლის ბიუჯეტში დასაქმების პროგრამაზე სავარაუდოდ, 100 მლნ ლარი გამოიყოფა. წელსაც დაახლოებით 97 მლნ ლარამდეა ამ პროგრამის ხარჯები. ალბათ მომდევნო წლის ბოლოსთვის უკვე იქნება შეფასება შესაძლებელი, ვინაიდან ნებისმიერი პროგრამას გარკვეული დრო სჭირდება. კერძოდ, რამდენად ეფექტიანად იყენებენ ამ სამუშაო ძალას, ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მონიტორინგის პროცესი აქვს დაწყებული და შედეგიდან გამომდინარე შესაძლოა, კიდევ ვიმსჯელოთ მის კორექტირებაზე", - განაცხადა კაკაურიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები