მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესების კუთხით კარგი დინამიკა გვაქვს - პრემიერი

მთავრობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებულ დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებელს აფასებს და აცხადებს, რომ ამ კუთხით გაუმჯობესების კარგი დინამიკა გვაქვს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა და საქსტატის მონაცემები მოიშველია.

"დასაქმების ძალიან კარგი მაჩვენებელი გვაქვს წინა წლის ამ პერიოდთან შედარებით უმუშევრობის მაჩვენებელი პირველ კვარტალში 4პპ-ით შემცირდა და უმუშევრობის მაჩვენებელმა 14% შეადგინა, ნაცვლად გასულ წელს არსებული 18%-ისა. დაქირავებით დასაქმებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 89 400 ადამიანით და შეადგინა 953 000 ადამიანი, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 40 500 ადამიანით, 10%-ით და შეადგინა 448 000 ადამიანი, უმუშევრობა შემცირდა 50 600 ადამიანით და შეადგინა 228 600 ადამიანი. დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესების კუთხით კარგი დინამიკა გვაქვს, მთავარია, რომ ეს ტემპი შევინარჩუნოთ. ყველანაირი მონაცემი გვაქვს, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა გვქონდეს, რაც აისახება დასაქმების მაჩვენებლების ზრდაზე და შესაბამისად უმუშევრობის შემცირებაზე", - აღნიშნა კობახიძემ.

2024 წლის I კვარტალში უმუშევრობის დონე შემცირდა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები