მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დასაქმებულების ინდიფერენტული დამოკიდებულება მთავარი დაბრკოლებაა“ - სამშენებლო სექტორში დასაქმებულები ხშირად უსაფრთხოების წესებს არ იცავენ

სამსენებლო ობიექტი

შრომის უსაფრთხოების კომპანიების ინფორმაციით, ქართულ სამშენებლო ბაზარზე შრომის უსაფრთხოების ნაწილში ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა დასაქმებულების ცნობიერებაა.

როგორც ამ პროფილით მომუშავე კომპანიების წარმომადგენლებმა გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადეს, უმეტესად დარღვევები მათ ინდიფერენტულ დამოკიდებულებებს უკავშირდება.

„ბოლო დაკვირვებით უმეტესად დასაქმებულებისგან გხვდება დაბრკოლებები, ვიდრე ბიზნესისგან. დასაქმებულები მსუბუქად უყურებენ პროცესებს, ხანდახან ხვეწნის დონეზე მივდივართ, საგანმანათლებლო პროცესში ვრთავთ, რომ ეს რეალურად მათთვის კეთდება,“ - განაცხადა კომპანია „SafCo-ს“ დამფუძნებელმა დავით თხელიძემ.

ცნობიერების გაზრდის კუთხით აქტიური საინფორმაციო კამპანიის მნიშვნელობაზე საუბრობენ კომპანია HSE GEORGIA-შიც.

„ცნობიერების ამაღლება საჭიროა ყველა რგოლში. აუცილებელია ორივე მხარემ გაითავისოს, რომ ეს მათთვის კეთდება და მერეა კანონიო, რეგლამენტი და ჯარიმები. ეს არის უსაფრთხოების მთავარი გამოწვევა. აუცილებელია ჩატარდეს ტრენინგები, სწავლებები რაც მათ ამ ინფორმაციის მიღებაში დაეხმარება,“ - განაცხადა ირაკლი ქარჩავამ.

შრომის ინსპექციის სამსახურის ცნობით, მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, სამშენებლო სექტორში, 1 176 ინსპექტირება ჩატარდა. შედეგების მიხედვით, სამუშაო პროცესი შეუჩერდა 218 სამშენებლო ობიექტს, ხოლო გაფრთხილება მიეცა 295-ს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები