მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დასაქმებულების ხელფასები - ირაკლი პეტრიაშვილი საქმიან დილაში

BM.GE
03.12.20 11:15
872
ოქტომბერში ფინანსთა სამინისტრომ საშემოსავლო გადასახადის სახით 229.7 მილიონი ლარის მობილიზება შეძლო, რაც 2019 წელთან შედარებით 27.7 მილიონი ლარით, ანუ 10.8%-ით ნაკლებია. საშემოსავლო გადასახადის შემცირება ქვეყანაში გაცემული ხელფასების ვარდნაზე მეტყველებს, საშემოსავლო გადასახადის 138 მილიონით შემცირება გაცემული ხელფასების ნახევარ მილიარდ ლარზე მეტად შემცირებას ნიშნავს.

ჯამურად, 2020 წლის 10 თვეში კი, საშემოსავლო გადასახადის მოცულობამ 2.45 მილიარდი ლარი შეადგინა, ეს 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 161 მილიონი ლარით ნაკლებია.

არსებული წელი რომ მძიმედ აისახა და დამსაქმებლებზეც და დასაქმებულებზეც ეს 28 ნოემბრიდან ამოქმედებული ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვების შემდეგ კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა. ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური ფონის გათვალისწინებით ერთის მხრივ იზრდება უმუშევრობის რიცხვი, მეორეს მხრივ კი მცირდება შრომის ანაზრაურება.


სტუმარი: ირაკლი პეტრიაშვილი - საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები