მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დასავლელ პარტნიორებთან დაპირისპირებული სიტუაციიდან უნდა გამოვიდეთ და პროევროპული კურსი გავაგრძელოთ - დაუშვილი

დიო

კომპანია „დიოს“ მმართველი პარტნიორის განცხადებით, საქართველოს საინვესტიციო გარემოსთვის უმნიშვნელოვანესია დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების გამოსწორება და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის აღდგენა.

როგორც BMG-ის თამაზ დაუშვილმა განუცხადა, ამისთვის აუცილებელია, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდეს და ახლად არჩეულმა მთავრობამ ქვეყნის ევროპული კურსი გააგრძელოს.

მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, რისკის ქვეშ დადგება არაერთი საინვესტიციო პროექტი და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკა.

„ეს არაორდინალური სიტუაციაა. ტრადიციულ პარტნიორებთან საქართველოს უახლოესი ისტორიის განმავლობაში ასეთი დაძაბული ურთიერთობა და ვითარება არ ჰქონია, უნდა გამოვიდეთ ამ დაპირისპირებული სიტუაციიდან და უნდა აღვადგინოთ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი.

ეს თუ არ მოხდა, მაშინ ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდება, რა ტიპის ქვეყანაში ვიცხოვრებთ, როგორ იქნება ლარის კურსი, რა ტიპის საფინანსო სექტორი გვექნება. თუ ეს ურთიერთობები კიდევ გაუარესდა, მიჭირს წარმოვიდგინო, როგორ განვითარდება მომავალში საქართველოში საინვესტიციო პროექტები. მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობიანად და დემოკრატიულად ჩატარდეს არჩევნები და რაც მთავარია, შემდეგმა მთავრობამ უნდა გააგრძელოს პროევროპული კურსი, რათა გაგრძელდეს ის საინვესტიციო პროექტები, რომლითაც დაინტერესებული არიან როგორც ჩვენი შიდა, ასევე უცხოელი ინვესტორები“, - განაცხადა თამაზ დაუშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები