მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება მხოლოდ დემოკრატიულ გარემოშია შესაძლებელი! - თამაზ დაუშვილი

თამაზ დაუშვილი

"ან საქართველო იქნება დემოკრატიული ქვეყანა, ან საბოლოოდ სამშობლოც აღარ გვექნება",- ამის შესახებ ბიზნესმენი თამაზ დაუშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, დემოკრატია არის ერთადერთი გზა, რომ საქართველომ საბოლოოდ დაიმკვიდროს ადგილი ცივილიზებული ქვეყნების გაერთიანებაში. ბიზნესმენი წერს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება მხოლოდ დემოკრატიულ გარემოშია შესაძლებელი.

"საქართველოს თავისუფლების მთავარი გარანტი დემოკრატიაა!

თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა მხოლოდ დემოკრატიულ გარემოშია რეალურად მიღწევადი!

საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარება და გაძლიერება მხოლოდ დემოკრატიულ გარემოშია შესაძლებელი!

თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვა მხოლოდ დემოკრატიულ სახელმწიფოში შეიძლება იყოს რეალურად გარანტირებული!

კონკურენციას და ბიზნესისთვის სამართლიან პირობებს მხოლოდ დემოკრატიული სისტემა უზრუნველყოფს!

უკეთესი და საცხოვრებლად უფრო კომფორტული ქალაქები და სოფლები მხოლოდ დემოკრატიულ გარემოში იქმნება!

ღირსეული პენსიებიც მხოლოდ დემოკრატიულ და ევროპულ საქართველოში იქნება რეალურად შესაძლებელი!

საქართველოს ყოფნა-არყოფნის გასაღები მის დემოკრატიულ განვითარებაშია!

დეოკუპაციას მხოლოდ დემოკრატიული საქართველო შეძლებს!

გაუმარჯოს დემოკრატიულ, თითოეული ადამიანისთვის თავისუფალ და ევროპულ საქართველოს!",- წერს დაუშვილი.

თბილისში ამ წუთებში საპროტესტო აქცია "საქართველო ევროპაა" მიმდინარეობს, რომელიც უკავშირდება "ქართული ოცნების" ორი წლის წინ, 2024 წლის 28 ნოემბერს გამოცხადებულ გადაწყვეტილებას, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დააყენოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები