მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებაზე, ერთ სამოძრაო ზოლზე მოძრაობა შეზღუდულია - გზების დეპარტამენტი

გზები

დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებაზე, ერთ სამოძრაო ზოლზე მოძრაობა შეზღუდულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა მიმართულება), დაზიანებული კონსტრუქციული ნაწილის აღდგენის სამუშაოები გრძელდება.

"ხიდის სამუშაოები რკინაბეტონის სავალი ნაწილის ფილების დაზიანებული ფრაგმენტების დაშლას, ქარგილის მოწყობას, დაზიანებული ფილების კონსტრუქციების არმატურით გაძლიერებასა და მაღალი სიმტკიცის ბეტონით შევსებას ითვალისწინებს.

აღნიშნული სამუშაოების შემდგომ, ბეტონის შესაბამისი სიმტკიცის მიღებისთანავე ხიდის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი.

აღსანიშნავია, რომ სამუშაოები რთულ პირობებში, ავტოტრანსპორტის მოძრაობის პარალელურად მიმდინარეობს. მდინარე არაგვის ხიდზე სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებაზე, ერთ სამოძრაო ზოლზე მოძრაობა შეზღუდულია,"- ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორივე ზოლზე, სამუშაოების დასრულებისთანავე მომდევნო კვირაში აღდგება.