მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამტრედიის სატრანსპორტო კვანძში სენაკი-თბილისის მიმართულებით ამსვლელი პანდუსი დროებით ჩაიკეტება

გზები

სამტრედიის სატრანსპორტო კვანძში სენაკი-თბილისის მიმართულებით ამსვლელი პანდუსი დროებით ჩაიკეტება - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

"საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ246-კმ247-ში არსებულ სამტრედიის სატრანსპორტო კვანძში (სენაკი-თბილისის მიმართულებით ამსვლელი პანდუსი), მიმდინარეობს სავალი ნაწილის აღდგენის გადაუდებელი სამუშაოები, რის გამოც 2026 წლის 27 ივლისის 18:00 სთ-დან 28 ივლისის 22:00 სთ-მდე ამსვლელი პანდუსი ჩაიკეტება და სამტრედიიდან თბილისის მიმართულებით სატრანსპორტო ნაკადი იმოძრავებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნახშირღელე-ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზის და ახალსოფელის სატრანსპორტო კვანძის გამოყენებით", - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები