მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დასავლეთ საქართველოში ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს

რეგიონი
06.02.24 10:55
292

ძლიერმა ქარმა, წვიმამ და თოვლმა დასავლეთ საქართველოში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების და ფიდერების ნაწილი დააზიანა. ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება იმერეთის, რაჭის, სამეგრელოს და სვანეთის სოფლების ნაწილს.

"ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახურის დამატებითი ბრიგადები მცხეთა-მთიანეთიდან, ქვემო ქართლიდან, კახეთიდან და სამცხე-ჯავახეთიდან უკვე ჩავიდნენ სტიქიის ადგილებზე. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

მაღალმთიანი სოფლებისკენ ჩამოწოლილი მეწყერების და დიდთოვლობის გამო გადაადგილება შეფერხებულია. იქ, სადაც მუშაობა შესაძლებელია, კომპანიის თანამშრომლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. დღის ბოლომდე აბონენტების უმრავლესობისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა მოხერხდება", - ამბობენ კომპანიაში.

ვიდეო: ლენტეხი ახლა, დიდთოვლობის გამო, სპეციალური ტექნიკის გადაადგილება შეუძლებელია. ,,ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის, ლენტეხის მომსახურების ცენტრის ტექნიკოს-ელექტრიკოსი ალექსანდრე ლიპარტელიანი ცდილობს მიუახლოვდეს დაზიანების ადგილს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები