მართალია, პრემიერი კვლავ გვარწმუნებს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი გრძელდება. თუმცა რეალურად დასავლეთისგან იზოლაცია სულ უფრო ღრმავდება და დემოკრატიის უკუსვლის ფონზე, შეერთებული შტატებმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააანონსა. პარალელურად, ევროპული ქვეყნების ნაწილი ევროკავშირს "ოცნების" ლიდერების სანქცირებისკენ მოუწოდებს. სულ ცოტა ხნის წინ შესაბამისი რეზოლუცია ლიეტუვის პარლამენტმა მიიღო. პარალელურად, როგორც ცნობილია, 16 დეკემბერს ევროკავშირმა მორიგ ჯერზე უნდა განიხილოს შექმნილი ვითარების ფონზე, საქართველოს საკითხი და როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ცოტა ხნის კიდევ ერთხელ აღნიშნა, განიხილება ყველა საპასუხო ნაბიჯი, მათ შორის საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი. როგორ აისახება მიმდინარე პროცესები საინვესტიციო გარემოზე?
სტუმარი: ქეთი ქვარცხავა - იურიდიული ფირმა BLC-ის მმართველი პარტნიორი;