მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დასავლეთმა უკვე "ოცნების" 150-ზე მეტი წარმომადგენელი დაასანქცირა, 45-ის ვინაობა ცნობილია - TI

ივანიშვილი

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" (TI) თანახმად, დასავლურმა სამყარომ „ქართული ოცნების“ უკვე 150-ზე მეტი წარმომადგენელი დაასანქცირა, რომელთაგან 45-ის ვინაობა გასაჯაროვდა, ხოლო დანარჩენებზე ანონიმური სავიზო შეზღუდვებია დაწესებული.

TI აქვეყნებს იმ პირების სრულ სიას, რომელშიც შედიან არალეგიტიმური მთავრობის წევრები და მათი მოადგილეები, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სისტემის მაღალჩინოსნები, „ქართული ოცნების“ დეპუტატები და თანამოაზრეები, მოსამართლეები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, მხარდამჭერი ბიზნესმენები, პროპაგანდისტები და ამ პირთა ოჯახის წევრები.

დემოკრატიული ქვეყნები ამ პირებს მშვიდობიანი მომიტინგეების სასტიკი დარბევის, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების, საქართველოში რუსული ინტერესების გატარების, არჩევნების გაყალბების, კორუფციის, პროპაგანდის და ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლის გამო ასანქცირებენ.

აშშ-ს, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, დიდი ბრიტანეთის და უკრაინის მიერ დასანქცირებული „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების სია კი ასეთია:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები