მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დასავლეთს სურს საქართველო რუსეთის “გამღიზიანებლად” აქციოს - სერგეი ლავროვი

63dbb49e6e547
გიგა ბენია
02.02.23 17:25
916
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი საქართველოს პრეზიდენტს აკრიტიკებს, მთავრობას კი აქებს. რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში, ლავროვი აცხადებს, რომ „ის [პრეზიდენტი] არ განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების გზას“.

„ახლა საქართველოში, პრეზიდენტთან ერთად, რომელიც, მადლობა ღმერთს, არ განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების გზას და უფრო საზეიმო ფუნქციებს ასრულებს, არსებობს მთავრობა... არ მინდა, საქართველოს მთავრობის კომპრომეტირება პოზიტიური სიტყვებით იმის თაობაზე, რასაც აკეთებს. უბრალოდ მსურს, პრემიერისა და იმ მინისტრების ციტატები მოვიყვანო, რომლებიც ზეწოლის მიუხედავად, შეერთებოდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და გაეხსნათ „მეორე ფრონტი“, ისინი ამბობენ: „ჩვენ ეროვნული ინტერესებით ვმოქმედებთ. ჩვენ სავაჭრო ურთიერთობები გვაქვს რუსეთთან, გვაკავშირებს ტურიზმი და ვიღებთ ელექტროენერგიას“,- აცხადებს ლავროვი.

ლავროვი აცხადებს, რომ "დასავლეთის ქვეყნებს არაერთხელ მოუწოდებიათ საქართველოს ხელისუფლებისთვის, რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი გაეხსნათ”.

"დასავლეთს სურს საქართველო აქციოს რუსეთის “გამღიზიანებლად”. დღეს საქართველოში არსებობს მთავრობა, რომელიც ამბობს, რომ ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს”,-აცხადებს ლავროვი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები