მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთმა კიევზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა

ხანძარი კიევი

რუსეთის ძალებმა კვირა დილით უკრაინის დედაქალაქ კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ქალაქის სულ მცირე ორ რაიონში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.

თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. კლიჩკოს ცნობით, ჩამოვარდნილმა ნამსხვრევებმა ხანძარი ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში, არასაცხოვრებელ უბანში გამოიწვია. მისი თქმით, ცეცხლი რამდენიმე ავტომობილსაც მოედო. კიდევ ერთი ხანძარი ki, ქალაქის ცენტრის სამხრეთით მდებარე რაიონში გაჩნდა.

პარალელურად, არაოფიციალურ Telegram-არხებზე გავრცელდა ფოტოებიც, რომლებზეც, გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქის გარეუბანში ბაზრობის დახლები იწვოდა.

ცნობისთვის, კიევში საჰაერო განგაში ღამით ორჯერ გამოცხადდა და თითოეული დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში გაგრძელდა.

Reuters-ის ცნობით, ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთის ძალებმა კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე ინტენსიური საჰაერო იერიშები გააძლიერეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები