მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დასავლეთთან დამაკავშირებელი მაგისტრალის 213-ე კმ-ს აღდგენისთვის მლნ-ს ტენდერი ისევ გამოცხადდა

სტეფანწმინდა დარიალი გზა ყაზბეგი ლარსი

თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის 2.5 მლნ ლარი გამოიყო.

განახლება:

bm.ge თავდაპირველად წერდა, რომ რუსეთის საზღვართან გზის აღსადგენად ₾2.5 მლნ-ს ტენდერი ისევ გამოცხადდა. თუმცა, გზების დეპარტამენტის განმარტებით თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) გზის დასახელებაა და არ მიანიშნებს ტერიტორიას. 213-ე კმ კი, იმერეთის რეგიონშია.

საუბარია 213-ე კმ-ში ჩაწყვეტილი მიწის ვაკისის (რამპის) აღდგენის დარჩენილ სამუშაოებზე. საავტომობილო გზების დეპარტამენტი წინადადებების მიღებას 2 ოქტომბერს დაიწყებს და 7 ოქტომბერს შეწყვეტს. გამარჯვებულმა კი სამუშაოები 6 თვეში უნდა დაასრულოს.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, გზის საპროექტო მონაკვეთზე მოხდა ავტობანთან მიერთებული კვანძიდან ამომავალი გზის ნაწილობრივი ჩაწყვეტა.

„პროექტით გათვალისწინებულია ჩაწყვეტილი გზის მონაკვეთის მოჭრა და აღდგენა გრუნტის შეცვლით და მის გასწვრივ ქვედა ნაწილში რკინაბეტონის საყრდენი კედლის მოწყობა. გრუნტის წყლის არიდების მიზნით, რომელიც საფრთხეს უქმნის როგორც საპროექტო მონაკვეთს, ასევე ავტობანსაც, პროექტით გათვალისწინებულია ავტობანის მეორე მხარეს ზედა ბიეფში სადრენაჟო სისტემის მოწყობა“, - აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

იმავე მონაკვეთის აღდგენისათვის ტენდერი დეპარტამენტს მიმდინარე წელს არაერთხელ ჰქონდა გამოცხადებული, თუმცა არც ერთ ჯერზე არ შედგა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები